saqarTvelos qedebi - brolis qedi

 

ქედი (სერი) კოლხეთის ბარში, ქ. ქუთაისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ბროლისქედის სამხრეთი მონაკვეთი მთავარი ნაწილისაგან გამოყოფილია მდინარე ჭიშურით (ყვირილის მარჯვენა შენაკადი). უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 385 მ. ბროლისქედი აგებულია ზედაცარცული და ეოცენური კირქვებით, მერგელოვანი კირქვებითა და ქვიშაქვებით, აგრეთვე ოლიგოცენური მანგანუმიანი ქვიშაქვებით. არის ქალცედონის საბადო. აქვს სტრუქტურულ-ეროზიული რელიეფი. შემოსილია უმთავრესად ბუჩქნარითა და მეორეული ტყით.